ტრამპის ყოფილი მრჩეველი უარყოფს ბრალდებებს „რუსეთის ჩარევის“ საქმესთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა როჯერ სტოუნმა ვაშინგტონის სასამართლოში უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები.
სტოუნი პარასკევს დააპატიმრეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების საფუძველზე. ბრალდებებს შორისაა გამოძიებისათვის ხელის შეშლა, ცრუ ინფორმაციის მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა.
ბრალდებები უკავშირდება სტოუნის განცხადებებს ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰაკერებმა მოიპარეს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან, რის შემდეგაც ისინი WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, ყოფილი მრჩეველი ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად მსჯელობდა სავარაუდო ნაგატიურ გავლენაზე, რომელსაც ეს ბრალდებები მოახდენდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიაზე. ვარაუდობენ, რომ სტოუნი ამ წერილებზე სასაუბროდ დაუკავშირდა WikiLeaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჟს.
გამოძიების ვერსიით, ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის სერვერები გატეხეს რუსმა ჰაკერებმა, რომელთა შორისაც სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე მათგანს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდებები.
მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ჩაერია პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ხელშესაწყობად.