H&M-ის მაღაზიებში “MADE IN GEORGIA” გამოჩნდება
H&M-ის მაღაზიებში გაიყიდება პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში). ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილმა საწარმომ „ემჯიემტექსი“ უკვე გაიარა „H&M” მკაცრი აუდიტის პროცესი და 30 იანვრიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
შპს „ემჯიემტექსი“ შვილობილი კომპანიაა რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „Ottorose”-სა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, მათ შორის არის: M&S, UMBRO, Comma და სხვა. უახლესი ტექნოლოგიის საკერავი მანქანა-დანადგარების შეძენა კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლო.
შპს „ემჯიემტექსმა“ ქუთაისში (ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული) მუშაობა 2018 წლის აპრილში დაიწყო და მის მიერ ტანსაცმლის წარმოების წლიურ ფინანსურ მაჩვენებლად 6 000 000 ლარი სახელდება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ინფორმაციით, საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს.