აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა შეიძლება ცელსიუსით -53 °C-მდე დაეცეს
აშშ-ში მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ანომალიური ყინვები. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა შეიძლება -53 °C-მდე დაეცეს. იტყობინებიან ექვსი ადამიანის სიკვდილის შესახებ. ძლიერი აცივების მიზეზად ასახელებენ ჩრდილოეთ პოლუსიდან ჰაერის ცივი მასების მოსვლას.
იმ შტატებში, რომლებშიც არქტიკული სიცივეა, 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობის საცხოვრებლები არაა ასეთ პირობებში ცხოვრებისთვის განკუთვნილი. სინოპტიკოსების თანახმად, სხეულის ძლიერი მოყინვა შესაძლებელია ჰაერზე მხოლოდ ათი წუთით ყოფნის შემთხვევაშიც.
საგანგებო ვითარებაა შემოღებული ე.წ. შუა დასავლეთის შტატებში - ვისკონსინში, მიჩიგანსა და ილინოისში, ასევე სამხრეთის შტატებში - ალაბამასა და მისისიპიში. იქ დიდთოვლობასაც მოელიან.
მეტეოროლოგები მკვეთრ აცივებას მიაწერენ ჩრდილოეთ პოლუსზე სწრაფ დათბობას. ეს გამოწვეულია თბილი ფრონტით მაროკოდან. ამის გამო ცივი ჰაერის მასებმა სამხრეთისკენ გადაინაცვლა. მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობის გამო პლანეტაზე ზამთრები შეიძლება უფრო მკაცრი გახდეს.