სოფელ ატოცთან ხანძარია
დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე- ამ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს. მისი თქმით, ხანძარი მინდორში ხმელ ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა და საოკუპაციო ხაზთან ახლოს გავრცელდა.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ხანძრის გავრცელების საფრთხე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც არსებობს, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობას სპეციალური კარავი აქვს განთავსებული.