ლონდონის სასამართლომ მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟის ანგარიშიდან 600 000 დოლარამდე ამოიღო
ლონდონის სასამართლომ მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ ფილატის ვაჟის, ვლად ლუკას ანგარიშიდან ამოიღო თითქმის 600 ათასი დოლარი. ეს მოხდა გამოძიების შემდეგ, რომელიც ჩაატარა დიდი ბრიტანეთის ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ. ამის შესახებ გაზეთი „ტაიმსი“ იტყობინება.
ახალი კანონით, 22 წლის სტუდენტი ვალდებული იყო დაემტკიცებინა თავისი ფულის წარმომავლობის კანონიერება. ვლად ლუკა ფილატი ლონდონში სასწავლად გადასახლდა 2016 წელს, ცოტა ხნის შემდეგ, რაც მამამისს მოლდოვაში 9 წლით პატიმრობა მიესაჯა კორუფციისთვის. ვლადიმირ ფილატს ბრალი დასდეს თითქმის ერთი მილიარდი დოლარის მიტაცებაში მოლდოვის სამი ბანკიდან.
ვლადიმირ ფილატი უარყოფს კორუფციასთან კავშირს და აცხადებს, რომ მის დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივები უდევს საფუძვლად. თებერვლის ბოლოს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ვლად ლუკა ფილატის ქონების ამოღება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო კამპანიასთან.