დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე მის გათავისუფლებასაც მოითხოვენ
დღეს, 10 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 2 წლის თავზე საქართველოს საპატრიარქოსთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის მოთხოვნებს შორის გაჩნდება მოთხოვნა მისი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია 4 თებერვალს დაიწყეს და კარვებიც გაშალეს. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.