ხილიანზე სახლი შესაძლოა მისმა მფლობელმა დაწვა
ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლების ვარაუდით, ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, აგრესიულობით გამოირჩეოდა და საკუთარ სახლს ცეცხლი შარშანაც განზრახ გაუჩინა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალი გარდაცვლილი იყოს, თუმცა ცხედრის საძიებო სამუშაოები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ. წინასწარ გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.