გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარების „მუსლიმური ბატალიონის“ სარდალი
71 წლის ასაკში გარდაიცვალა ავღანეთში საბჭოთა ჯარების „მუსლიმური ბატალიონის“ სარდალი, გადამდგარი პოლკოვნიკი ბორის კერიმბაევი.
მან სახელი გაითქვა 1981-1983 წლებში, როცა სათავეში ედგა საბჭოთა არმიის 177-ე სპეციალურ ბატალიონს, რომელიც ყაზახეთში შეიქმნა და შედგებოდა, უმეტესწილად, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელი ჯარისკაცებისაგან.
კერიმბაევს მაშინ მაიორის წოდება ჰქონდა და საბჭოთა ჯარებთან მებრძოლ მუჯაჰედებში ცნობილი იყო, როგორც „კარა“ (შავი) მაიორი. 1982 წელს მისმა ჯგუფმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაწღია აჰმად შაჰ მასუდის სარდლობით მებრძოლ ავღანელებთან ქაბულის ჩრდილოეთით, პანჯშირის ხეობაში.
შეთანხმებამ ბოლო მოუღო ცხრა თვით ადრე დაწყებულ ბრძოლებს, რომლებიც მოჰყვა ხეობასთან ქაბულის დამაკავშირებელ სტრატეგიულ გზებზე კონტროლის დამყარებას კერიმბაევის ძალების მიერ. შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო ხეობიდან კერიმბაევის მებრძოლების გასვლა.
კერიმბაევი 1992 წელს წავიდა არმიიდან - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას ყაზახეთის დამოუკიდებლობა მოჰყვა. ის 12 თებერვალს ალმატიში გარდაიცვალა.
15 თებერვალს შესრულდება 30 წელი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლიდან.