ბორჯღალოსნებმა თბილისში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურშიც დამაჯერებლად მოიგო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 12-ქულიანი უპირატესობით აჯობა - 22:10.
მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 2 მარტს გამართავენ, ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან.