„მძევლებიდან“ რეპერებამდე
ადამიანის ხედვა შეზღუდულია. ჩვენ გვაღელვებს ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და არა ჩვენი ზურგი. ჩვენ შეგვიძლია, ცხადია, გავეშუროთ ტყიბულსა და ჭიათურაში. პლაკატებით და მეგაფონებით. მაგრამ ვერასდროს გავუგებთ ბოლომდე იმ მეშახტეებს, თუკი ჩვენი სოლიდარობა მხოლოდ „ექსკურსიის“ სახეს მიიღებს.