სალომე ასათიანის ინტერVIEW უჩა ნანუაშვილთან
საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, შემოდგომაზე ამოეწურება ამ პოსტზე მუშაობის პირველი ხუთწლიანი ვადა. გაუმჯობესდა თუ არა ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში? რამდენად შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს ხელისუფალნი გულგრილად, ფორმალურად ეკიდებიან და ნაკლებად ითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს? რამდენად შესწევს საქართველოს მმართველ პარტიას უნარი, მოუსმინოს და აიტანოს კრიტიკა მისგან დამოუკიდებლად მოქმედი ინსტიტუტისგან? რატომ გახშირდა ძალადობისა და სისასტიკის გამოვლენის შემთხვევები პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან? რამდენად ლეგიტიმურია ომბუდსმენისგან ცნება „მკვლელების“ გამოყენება იმ ძალების მისამართით, ვინც ხელს უშლის შრომის ინსპექციის შექმნას? რა უნდა იფიქროს რიგითმა მოქალაქემ სამართლებრივ გარემოზე, როცა ქვეყნის ნაცემი გენერალური აუდიტორი ყოფილ მთავარ პროკურორს „დაუსჯელობის განცდის“ ქონაში სდებს ბრალს? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს.