მაკრონის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს
გაზეთ „მონდის“ თანახმად, მაკრონის მიერ წამოყენებულ ინიციატივებს შორის საკვანძო მნიშვნელობისაა ცვლილება ანტისემიტიზმის სამართლებრივ განმარტებაში. ის შეიძლება შეიცვალოს უფრო ფართო დეფინიციით, რომელშიც შეიძლება შევიდნენ გამონათქვამები, რომლებიც ისრაელის მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობას ყველა ებრაელს აკისრებს; ასევე მასში შეიძლება შევიდეს ებრაელი ხალხისთვის თვითგამორკვევაზე უარის თქმა.
ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლებას სურს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ინტერნეტში, აღნიშნა მაკრონმა. ამისთვის შეიძლება გაძლიერდეს პროვაიდერების პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მიერ რასისტული კონტენტის განთავსებისთვის.