„მემორიალმა“ პოლიტპატიმრად ცნო პირი, რომელიც აპროტესტებს ნაგვით გარემოს დაბინძურებას ქალაქ კოლომნაში
41 წლის ეგოროვი თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებს მოსკოვიდან გატანილი ნარჩენებისათვის ქალაქ კოლომნასთან მდებარე ნაგავასყრელების გამოყენებას. კოლომნა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 120-მდე კილომეტრში მდებარეობს.
გასულ წელს ეგოროვის ხელმძღვანელობით გააპროტესტეს მძიმე შედეგები, რომლებიც გარემოსთვის მოაქვს ცუდად მართულ ნაგავსაყრელებს. ის სამჯერ დააკავეს ნებართვის გარეშე მიტინგების გამართვისათვის.
ბოლოხანს რუსეთის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული პრობლემები.
ეგოროვი 2 თებერვლიდან იმყოფება შინაპატიმრობაში. მას საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების არაერთხელ დარღვევაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველები გაუმართლებლად მიიჩნევენ მისთვის წაყენებულ ბრალდებას. „მემორიალის“ შეფასებით, ეგოროვს დევნიან მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიციისათვის.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ეგოროვს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.