ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარემ მოიხადოს ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რაც დღეს იკადრა
„გინდ ოცნება დაირქვან, გინდ სუპერ ოცნება, არასდროს არ მექნება საერთო იმ ადამიანებთან, არასდროს არ ვიქნები იმ ალიანსში, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოეხადა ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომელიც მან პლენარული სხდომის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა:
„პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან დღეს აქ იკადრა ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც ის იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის ამ თანამდებობაზე გაამწესეს. თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ ეს როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად ბრძოლას, ვისაც სჯერა და ყველა ვნახავთ ამ შედეგს. სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავის ვერასდროს წასულა“.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბდა სხდომათა დარბაზში უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე.
ამის შესახებ მან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას თქვა.