ზუგდიდში აქცია გაიმართა რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ
დადიანების ეზოს მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სკეიტპარკში, სადაც სასტუმროს მშენებლობა სურს ინვესტორს, მწვანე ლენტი გაავლეს. შეკრებილებმა მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ არ მისცეს ინვესტორს სასტუმროს აშენების უფლება, რადგან სკეიტპარკი არის რეკრეაციული ზონა, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეკუთვნის თითოეულ ზუგდიდელს.
აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. სკეიტპარკში სასტუმროს მშენებლობით დეველოპერული კომპანია „m²“ დაინტერესდა. მას მხარს უჭერენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან, მათი განმარტებით, პროექტი ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.