დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს
არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსის“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო საანეტო იტყობინება, არსებული ცნობით, გარიცხულებს შორისაა დეპუტატი ოთარ ჩრდილელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩრდილელის გარდა, გარიცხულებს შორისაა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს,
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.