ეკვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
22 თებერვლის დილას ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ეკვადორში, პერუსთან საზღვრის მახლობლად. ცნობებში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 იყო. ხოლო პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტმა მიწისძვრიდან ნახევარსაათიან პერიოდში აღრიცხა 6 და 6,6 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები.
2016 წლის 16 აპრილს მიწისძვრამ ეკვადორში შეიწირა 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, დაანგრია ასობით შენობა და გამოიწვია 3 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი.