ნუკრი ქანთარია: არავინ არავის არ გაურიცხავს , იყო ძალიან მწვავე პრობლემებზე საუბარი
„საუბრი იყო დატუქსვების გარეშე, იყო ადამიანური საუბარი საერთო ინეტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე პარტიის სამდივნოს სხდომის მიმდინარეობის კომენტირებისას.
„არავინ არავის არსაიდან არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან წვავე პრობლემები და პარტიის თავმჯდომარე აპირებს პარტიის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. იყო საუბარი სასამართლოზეც, უმრავლესობის მომავალზეც... ყოველ შემთხვევაში წასვლა-მოსვლის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში. საუბარი იყო სასამართლოზე, უმრავლესობაში კომუნიკაციაზე, სიახლეზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია რომ განხორცილედეს“.
ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო ძალიან კონსტრუქციული და ძალიან პრაქტიკული.
შეკითხვაზე, ხომ არ უსაყვედურა იმ დეპუტატებს პარტიის ლიდერმა, რომლებმაც მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ საუბრი იყო ყოველგვარი დატუქსვების გარეშე.
„საუბარი იყო ყველაფერზე, გუშინდელ დღეზეც, მაგრამ ყოველგვარი დატუქსვების გარეშე, ამ ყველაფერზე იყო პირუთვნელი საუბარი და საკმაოდ კონსტრუქციული, დაკითხვას ადგილი არჰქონია“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.