შსს-მ თბილისში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებულმა ეჭვმიტანილმა თბილისში, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა. ნაქურდალის საერთო ღირებულება 100 000 ლარამდე იყო. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
1988 წელს დაბადებულმა მეორე ეჭვმიტანილი კი თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ამან ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი მოქალაქის ბინა გაქურდა.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით ქურდობის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ყოფილი "მის საქართველო" ირინა ონაშვილია. ერთ-ერთი დაკავებული სწორედ მის სახლში მუშაობდა დამხმარედ.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.