20 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში წყალდიდობის შედეგად
სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა, მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში. გაეროს სამაშველო მისიის ცნობით, 2 მარტის წყალდიდობამ, რაც გადაუღებელი წვიმებს მოჰყვა, წალეკა რამდენიმე სახლი და ავტომობილი. დაზიანებული სახლების რაოდენობა 2000-ს შეადგენს. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება დაახლოებით 10 კაცი. სტიქიის ეპიცენტრიდან დაწყებულია ოჯახების ევაკუაცია.