მონტენეგროში გაიმართა ანტისამთავრობო აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, 2 მარტს გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია. იუწყებიან, რომ მასში მონაწილეობდა სულ მცირე ათი ათასი კაცი. დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის, აღმასრულებელი დასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა გადადგომას, რომლებსაც ისინი ბრალს დებდნენ იმაში, რომ თვალს ხუჭავენ კორუფციაზე.