ესტონეთში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები
საბოლოო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია შუაღამით, პრაღის დროით 23:00 საათზე გამოაცხადებს.
ქვეყნის პარლამენტის 101 მანდატისათვის 10 პარტია იბრძვის. პირველ ადგილს, მრავალი გამოკითხვა, უწინასწარმეტყველებს რეფორმების ლიბერალურ პარტიას, რომელსაც სათავეში უდგას ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი კაია კალასი. მას მეტოქეობას უწევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასის ცენტრისტული პარტია, რომელსაც ტრადიციულად ხმას აძლევს ესტონეთის მრავალი რუსულენოვანი მოქალაქე.
არჩევნების წინ მკვეთრად გაიზარდა მემარჯვენე-პოპულისტური ესტონეთის სახალხო-კონსერვატიული პარტიის პოპულარობა. პარტიას, რომელიც ევროსკეპტიკური პოზიცია უკავია, ხმების 20-ი პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.