დავით ზალკალიანი: შემდეგი მიზანი ნატოში გაწევრიანებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს გააცნო 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია.
მისი განცხადებით, უახლოეს პერიდოში საქართველოში იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, დაგეგნილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტიც. მისი თქმით, ნატო წელს სრული ფორმატით იქნება საქართველოში წარმოდგენილი.
„შემდეგი მიზანი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რომელიც ასევე, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო, როგორც ნატო-ს სამაგალითო და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყანა წარმატებით ასრულებს ალიანსის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული და შემდგომ არაერთგზის დადასტურებულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.