დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულია პირი, რომელმაც 14 მარტს დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მცირე ზომის სეიფი მოიპარა.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სეიფში ინახებოდა გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქურდობისთვის დაკავებული ა.ს. 1989 წელსაა დაბადებული.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.