მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 3 მუშიდან 2 გარდაიცვალა
თბილისში, ორთაჭალაში 16 მარტს მშენებარე კორპუსიდან 3 ადამიანი გადმოვარდა. ერთი მუშა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, „ამტელ ჰოსპიტალში“ შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა მეორე მუშა.
ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა მესამე დაშავებულსაც, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.