მოდი აქა, ამ ცულს ავიღებ და ძირში მოგაჭრი – დაპირისპირება გორში (ვიდეო)
გორში, კომბინატის მოსახლეობა კომპანია ,,იბოლიას” მუშებს დაუპირისპირდნენ. ამის გამო, გორგასლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს. პატრულის თანამშრომლებმა სიტუაცია განმუხტეს, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება მაინც გაგრძელდა. კომბინატელები გორის დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის თანამშრომლებს ეჩხუბნენ. გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები ნაძვის ხეების გადაბელვის ფაქტს აპროტესტებდნენ. ამის ამსახველი ფოტოები qartli.ge-მ გადაიღო. რამდენიმე ქალბატონმა მუშებს ცული წაართვა: ,,ამ ცულს ავიღებ და ძირში […]