ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები სტუმრად დაამარცხეს
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა და საჩემპიონო თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი 17 მარტს, ბოლო ტურში რუსეთის ნაკრებს კრასნოდარში დაუპირისპირდა და 22:6 დაამარცხა.
რუსეთთან მატჩამდე ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში ოთხი თამაში ჩაატარეს და ოთხივე მოიგეს. სტუმრად აჯობეს რუმინეთს (18:9) და ბელგიას (46:6) და საქართველოში ესპანეთს (24:10) და გერმანიას (52:3).