სერბეთის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლის ლიდერებს „ფაშისტები“ და „კორუფციონერები“ უწოდა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 17 მარტს ტელევიზიით გამოსვლისას ილაპარაკა დემონსტრაციებზე, რომლის დროსაც, 16 მარტს ოპოზიციონერებმა დემონსტრანტებმა ცოტა ხნით დაიკავეს სახელმწიფო ტელევიზია "არაობიექტური გაშუქების" გამო პროტესტის ნიშნად.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის დაიცავს ქვეყანაში სამართლიანობას და წესრიგს. მან პირობა დადო, რომ პასუხისგებაში მისცემს აქციის მონაწილეებს, რომლებიც ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. ვუჩიჩმა თავის პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა ძალადობასა და არეულობის მოწყობაში. ვუჩიჩს დაშვებლად მიაჩნია პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა.
დემონსტრანტებს 16 მარტს ძალით დაატოვებინეს ტელევიზიის შენობა ორი საათის შემდეგ მას მერე, რაც მათ შენობა დაიკავეს. სერბიის პოლიცია სრული აღჭურვილობით შევიდა სახელმწიფო ტელეარხის, RTS-ის მთავარ შენობასთან ბელგრადის ცენტრში და გაემართა დემონსტრანტებისკენ, რომელთა შორის იყვნენ, დამოუკიდებელი 30-მდე პარტიისგან შემდგარი, „ალიანსის სერბიისთვის“ ლიდერები.
მას მერე, რაც პოლიცია თითქოს აპირებდა ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებას, მათ დაიწყეს დემონსტრანტების ძალით გაძევება, ვინც ძირს იჯდა, მათი გათრევა და ვინც იდგა - მათზე მიწოლა. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ არ წავა, სანამ არ მისცემენ ეთერში გასვლის ნებართვას.
გერმანიის „დე-პე-ას“ სააგენტოს თანახმად, ოპოზიციის ორი ლიდერი, ბელგრადის ყოფილი მერი, დრაგან ჯილასი და მემარჯვენე ფრთის კანონმდებელი, ბოსკო ობრადოვიჩი პოლიციამ აიყვანა, რადგან წინააღმდეგობა გასწიეს შენობის დატოვებისას. ვუჩიჩმა საპროტესტო გამოსვლის ლიდერებს, ობრადოვიჩსა და ჯილისს „ფაშისტები“ და „კორუფციონერები“ უწოდა.