ავღანელი ტელეჟურნალისტის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა
ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა ავღანელი ტელეჟურნალისტის მკვლელობისთვის. 60 წლის ტელე რეპორტიორი სულთან მაჰმუდ ხაირხვა 14 მარტს მოკლეს, ხოსტის პროვინციაში.
17 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ექსტრემისტები არ წერენ, რა იყო მეკვლეობის მოტივი. ჟურნალისტი მუშაობდა ტელეკომპანია ზემანში. გავრცელებული ცნობით, პირები, ვინც მას ესროლეს, დახოცეს.
ამ მკვლელობას წინ უსწრებდა ასევე ჟურნალისტის მოკვლა ჰელმანდში. ტელეჟურნალისტი ნისარ აჰმად ამადი დანაღმული ავტომანქანის მსხვერპლი გახდა.
ორგანიზაციამ „ჟურნალისტების უსაფრთხოების კომიტეტი“ 16 მარტს მოუწოდა ავღანეთის მთავრობას, გააძლიეროს ჟურნალისტების დაცვა.
ნიუ იორკში დაფუძნებული „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“თანახმად, შარშან ავღანეთში მედიის 13 მუშაკი მოკლეს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით.