ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელმა ერთი ისრაელი მოკლა და ორი დაჭრა
ისრაელის არმიის წარმომადგენლის თანახმად, სულ მცირე, ერთი ისრაელი მოკლეს და ორი დაჭრეს ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 17 მარტს.
ისრაელის არმიის ოფიცრის, იონათან კონრიკუსის თქმით, ინციდენტი დაიწყო, როცა პალესტინელმა კაცმა ისრაელ ჯარისკაცს დანა დაარტყა, ებრაელთა დასახლება არიელში და შემდეგ მისი იარაღი გაიტაცა. ოფიცრის თანახმად, თავდამსხმელმა ესროლა სამ მანქანას და ტყვია მოარტყა ერთ სამოქალაქო პირს. შემდეგ მან გაიტაცა მანანა და მახლობელ გზაჯვარედინზე ესროლა მეორე ჯარისკაცს. ამის შემდეგ ის მანქანით პალესტინულ სოფელში გაუჩინარდა.
არ არის ცხადი, ოფიცრის თქმით, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი მარტო. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ რწმენა გამოთქვა, რომ თავდამსხმელებს უშიშროების ძალები მიაგნებენ.