ანექსია "ხალხის ნების" სახელით
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014 წლის 16 მარტს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა გამოკითხვა, რომლის საფუძველზეც რუსეთმა „ხალხის ნების“ აღსრულებად გამოაცხადა ამ რეგიონის - უცხო ქვეყნის ტერიტორიის - მიერთება. კრემლის შეფასებას არათუ არ იზიარებს, მკაცრად აკრიტიკებს თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რუსეთს განხორციელებული აქვს ყირიმის ანექსია, აკონტროლებს და მართავს მას, უკრაინის კუთვნილ რეგიონს, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.