დონალდ ტრამპი: "რუსეთი უნდა მოშორდეს" ვენესუელას
"რუსეთი უნდა მოშორდეს" ვენესუელას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიაღწიოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნიდან რუსეთის სამხედროების წასვლას. მაგრამ დააზუსტა, რომ საამისოდ ყველა შესაძლო ზომას განიხილავს.
ეს განცხადება ტრამპმა გააკეთა თეთრ სახლში, სადაც იგი შეხვდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, აშშ-ის მიერ დროებით პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდოს მეუღლეს, ფაბიანა როსალესს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მან განაცხადა, რომ აშშ პროვოკაციად მიიჩნევს ვენესუელაში რუსეთის ორი თვითმფრინავის გაგზავნას.
24 მარტს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩავიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი თვითმფრინავი - ილ-62 და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-24. მედიის ცნობით, ამ თვითმფრინავებით ვენესუელაში ჩაიყვანეს რუსეთის ასობით სამხედრო მოსამსახურე და 35 ტონამდე სამხედრო ტვირთი.
ვენესუელაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი. აშშ მხარს უჭერს ხუან გუაიდოს, რუსეთი კი ნიკოლას მადუროს მიიჩნევს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.