თელავში შვილმა დედა დაჭრა
თელავში 25 წლამდე ასაკის ქალმა დედა დაჭრა. შემთხვევა 27 მარტს მოხდა. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა ქალმა დედას დაზიანებები მხრის არეში ცივი იარაღით მიაყენა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დახმარების შემდეგ მან საავადმყოფო უკვე დატოვა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.