ასეთი შთამბეჭდავი სწავლება დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს“ – ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნენ. დელეგაციას, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ხელმძღვანელობდა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის კონტროლის ცენტრი და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი მოინახულეს. […]