თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება არ გადაიხედება
თურქეთი აცხადებს, რომ მიუხედავად ვაშინგტონის გაფრთხილებისა, შეასრულებს საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის თაობაზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმების პირობებს. „ჩვენს საბოლოოდ შევთანხმდით რუსეთთან და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ეს შეთანხმება ძალაშია და ახლა ვმსჯელობთ იმაზე, თუ როდის განხორციელდეს მოწოდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.
თურქმა მინისტრმა დასძინა, რომ ანკარა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემას არ მიყიდის მესამე მხარეს.
28 მარტს ოთხმა ამერიკელმა სენატორმა შეიმუშავა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც კრძალავს თურქეთისათვის F-35-ი ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას, ვიდრე აშშ-ის მთავრობა არ დაადასტურებს, რომ ანკარა არ მიიღებს რუსეთისგან S-400-ი ტიპის სისტემებს.