ნინო ბურჯანაძის შვილმა პოლიტიკოსობა გადაწყვიტა
„რადიო პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ მან განაცხადა, რომ ის დედის, ნინო ბორჯანაძის პარტიის წევრი იქნება. მისი სიტყვებით, მას პარტიის არჩევაზე ბევრი არც უფიქრია.
„რა თქმა უნდა, ვიქნები ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება შემდეგი ყრილობის თარიღი. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.