ვენაში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრა
პარასკევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო სასაუბროდ.
დახურულ კარს მიღმა სულ მცირე სამსაათიანი საუბრის დასრულებისთანავე არც ერთ ლიდერს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას თავდაპირველად ესწრებოდნენ აშშ-ის, რუსეთის და საფრანგეთის, ე.წ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები. ამის შემდეგ ნიკოლა ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
მოსალოდნელია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი კომენტარს გააკეთებს დღის ბოლოს, ავსტრიაში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მანამდე ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.