მამუკა ბახტაძე: ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმშიც ავაშენოთ ისეთივე განათლების ცენტრი, როგორსაც ვაშენებთ დიდ დიღომში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 29 მარტს, ფეისბუკლაივის მსვლელობისას.
„ერთ თვეში ჩვენ კონკრეტულად უკვე დავაანონსებთ, ბათუმში რომელ მიწის ნაკვეთზე აშენდება ახალი განათლების ქალაქი, რომელსაც ექნება ისეთივე კონცეფცია, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ დიდი დიღმის შემთხვევაში.
აქ იქნება ახალი ლაბორატორიები, ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრები. იქნება კომაროვის სკოლა... ბათუმში აქვთ ასეთი თხოვნა და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ბათუმშიც კომაროვის სკოლა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.