შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილმა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს უამბო იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც ის და მისი მეუღლე ყოველდღიურად, ოკუპანტების ქმედებების გამო დგანან. გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული […]