„კანონი და სამართალი” - საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსული ინტერესების გამტარებელია
პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პოლიტიკურად მიკერძოებულობასა და რუსული პროპაგანდის გატარებაში“ ადანაშაულებს. პარტიის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანის თმით: „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. გამოკითხვებითა და რეფერენდუმებით ხალხმა ევროატლანტიკური სივრცისკენ თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა. ამ დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება?! რაღაც პატარა გადაცემა გაკეთდება ევროატლანტიკურ სივრცეს განიხილავენ, მოიწვევენ მოწინააღმდეგესაც და უცებ „ბომბი“ - ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად რუსული სამხედრო რეკლამები გავა, რომ თურმე, რა მაგარია რუსული პენსია. ამ ყველაფერზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება.“