უკრაინაში გაძლიერდა სტრატეგიული ობიექტების დაცვა
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის უშიშროების სამსახური სპეცდანიშნულების ნაწილებმა პატრულირება დაიწყეს უკრაინის მთელი მასშტაბით ცენტრალურ ქუჩებში, ვაგზლებში, ავტოსადგურებში და აეროპორტებში.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ამ ღონისძიებების მიზანი არჩევნების დღეს ქვეყანაში მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა და ნებისმიერი შესაძლოა პროვოკაციის თავიდან აცილება.
პატრულირებაში მონაწილებს საბრძოლო მანქანები და უპილოტო ავიაცია.
კვირას, 31 მარტს, უკრაინაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც მონაწილობას მიიღებს 31 კანდიდატი.