საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს” შეუერთდა
გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში ელექტროენერგია გამოირთო. „დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.