დევნილების მიერ დაკავებულ „დირსის“ კორპუსს ღობეს ავლებენ
„დირსის" საცხოვრებელ კორპუსთან ღობეს ავლებენ. მუშები შემოღობვის მიზეზებს არ ხსნიან. ისინი ლითონის კონსტრუქციებზე თუნუქის ფილებს ამაგრებენ.
დამცავი კონსტრუქციების მონტაჟი ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც დევნილებმა საცხოვრებელი ფართის დაკავება დაიწყეს.
მესამე დღეა “დირსის” მშენებარე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან გამაგრებულები. კორპუსის გარშემო მობილიზებულიაპოლიცია.
საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ თვითნებულირად შესული დევნილები სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ.
მათი მთავარი მოთხოვნა, პოლიციის "ბლოკადის" მოხსანაა. ისინი კორპუსის იმ ნაწილში, სადაც დევნილები არიან შესული ჟურნალისტების და ადვოკატიs შეუშვებასაც მოითხოვენ, რათა ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ გახდეს ცნობილი.
დევნილები კორპუსის დატოვებას არ აპირებენ, ვინაიდან თვლიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მათ უკან შესვლის საშულებას აღარ მისცემს.
კორპუსში თვითნებურად შესულ დევნილებს არ მიეწოდებათ წყალი და საკვები, კორპუსში გათიშულია ელექტროენერგიაც. ცნობილი არ არის, თუ რამდენი დევნილი იმყოფება ამჟამად კორპუსში.
დევნილების თქმით, მე-15 კორპუსის სამი სადარბაზოს დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ 26 წლის განმავლობაში ხელისუფლება მათ გაჭირვებას უყურადღებოდ ტოვებს და არ უზრუნველყოფს კუთვნილი საცხოვრებელი ფართით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 1 აპრილის განცხადების თანახმად დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია დირსის კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს.
„სამინისტროს ცალსახა პოზიციაა, რომ დევნილების მიერ, კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და აღნიშნული დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ. სამინისტოო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 -მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.
უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება.
მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად.სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში, დევნილ ოჯახებთან მოლაპარაკებები აწარმოოს“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით
ხელისუფლება როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს. 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი, "- აცხადებენ უწყებაში.