იულია ტიმოშენკომ უგულებელყო ზელენსკის შეთავაზება
პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უგულებელყო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული უკრაინელი კომიკოსის, ვლადიმირ ზელენსკის შეთავაზება ყოფილიყო მასა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის დანიშნული დებატების წამყვანი.
„უკრიანსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ერთ-ერთ გამოცემას აცნობა ზელენსკის მრჩეველმა დმიტრი რაზუმკოვმა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვიდან გავიდა 24 საათი, რომლის დროსაც ტიმოშენკოს პასუხი უნდა გაეცა შეთავაზებულ წინადადებაზე.
4 აპრილს, ვლადიმირ ზელენსკიმ დებატების არბიტრობა შესთავაზა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს. პეტრო პოროშენკომ ზელენსკის ამ წინადადებას უწოდა უპატივცემულობა ტიმოშენკოსა და მისი ამომრჩევლების მიმართ.