ე.წ. საზღვრის კვეთისთვის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს სოფელ შამგონას მკვიდრი
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ წერს ინტერპრესნიუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შამგონას მკვიდრი რუსმა ე. წ მესაზღვრეებმა, სავარაუდოდ თევზაობის დროს დააკავეს.