ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში 16 აპრილს გაგრძელდება
„თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა 16 აპრილს გაგრძელდება.
აღნიშნულ საკითხებზე გვენეტაძის მოსმენას მთელი სასესიო დღე დაეთმო, თუმცა პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურა 5 აპრილს ვერ დაასრულა.
ფრაქციებმა და უმრავლესობამ სიტყვით გამოსვლები ვერ მოასწრეს. სწორედ ფრაქციებისა და უმრავლესობის ფორმატში, კობა გვენეტაძის მოხსენებაზე საპასუხო გამოსვლებით დაიწყება 16 აპრილის პარლამენტის პლენარული სხდომა.