ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტში ხვალ განიხილავენ
17 აპრილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ პროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.
შეხვედრა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყება
ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.