10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის ამბობს რომ შვილებთან ერთად, მამასთან (იური სუსლიაკთან), აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.
19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.
შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში თერთმეტი ბავშვის თანხლებით გადავიდა. მან საქართველოში ათი ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის დახმარებით ცდილობს დაადგინოს, სად არის ერთი ბავშვი. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და მტკიცებულებების წარდგენას სასამართლოში აპირებს.