პუტინმა და ლუკაშენკომ ისაუბრეს „დრუჟბით“ ნავთობის ექსპორტის შეჩერებაზე
ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგა ვლადიმირ პუტინმა ისაუბრეს კრიზისზე, რომელიც გამოიწვია მილსადენ „დრუჟბით“ ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ.
მიზეზია ნავთობის ხარისხის გაუარესება რუსეთის ტერიტორიაზე დაბინძურების შედეგად. „დრუჟბა“ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია გაყვანილი.
ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკაშენკო და პუტინი ამ საკითხს შეეხნენ პეკინში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მსვლელობაში.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა გამოაცხადა, რომ, დაახლოებით, ორი კვირაში შეძლებს ნავთობის ხარისხის სათანადოდ გაუმჯობესებას „დრუჟბით“ ექსპორტის განსაახლებლად.