მოსკოვი: რუსმა გენერალმა და ნატოს სარდალმა განიხილეს „ურთიერთქმედების“ საკითხები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ, ნატოს ინიციატივით, ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი კერტის სკაპაროტი.
სამინისტროს 27 აპრილის ცნობით, ორმა გენერალმა ისაუბრა „საერთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებზე“ და გაცვალა მოსაზრებები „სამხედრო მიმართულებით რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთქმედების ამჟამინდელ მდგომარეობაზე“.
სკაპაროტი ევროპაში ნატოს სარდლის პოსტს მომავალ თვეში გადააბარებს აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ ტოდ უოლტერსს, რომელიც ამჟამად სარდლობს ნატოელ მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალებს.